Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში მოიტაცეს ირანის საელჩოს თანამშრომელი


იემენის დედაქალაქ სანაში რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა მოიტაცა ირანის საელჩოს თანამშრომელი. პოლიციის ცნობით, მოტაცება მოხდა, როცა ირანელი მანქანით მგზავრობდა იმ უბანში, სადაც საელჩოები და დიპლომატიური წარმომადგენლობები მდებარეობს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, მოტაცებულს ჰქვია ნურ აჰმად ბიქბახთი. მისი ადგილსამყოფელი ცნობილი არ არის. იემენში ბოლო წლებში გახშირდა უცხოელთა მოტაცება მთავრობისთვის ამა თუ ის მოთხოვნის გამოძალვის მიზნით.
XS
SM
MD
LG