Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პატრიარქი ერთი სქესის ადამიანების ქორწინებას სამყაროს აღსასრულის მომასწავებლად მიიჩნევს


მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი, რომელმაც კვირას იქადაგა მოსკოვში, ყაზანის ტაძარში, დასავლეთის სახელმწიფოების მიერ ერთი სქესის ადამიანების ქორწინების აღიარებას მიიჩნევს სამყაროს აღსასრულის მომასწავებლად. ეს მან წირვა-ლოცვის შემდეგ განაცხადა ტაძარში. კირილის სიტყვებით, საჭიროა ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ „წმინდა რუსეთის“ სივრცეში ცოდვა სახელმწიფოს კანონით არ განმტკიცდეს. სხვა შემთხვევაში, „ხალხი თვითგანადგურების გზას ადგება“, თვლის რუსეთის პატრიარქი. კირილმა მხარი დაუჭირა რუსეთის ახლახან მიღებულ კანონს, რომელიც კრძალავს "ჰომოსექსუალურ პროპაგანდას" არასრულწლოვანთა შორის.
XS
SM
MD
LG