Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის არმიამ დახოცა 15 ექსტრემისტი


პაკისტანის ოფიციალური პირების ცნობით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე, მღელვარე თემურ რეგიონში არმიის მიერ განხორციელებულ შეტევას 15 ექსტრემისტი ემსხვერპლა. როგორც იუწყებიან, ოპერაცია სახელწოდებით ხიბერი 2 პარასკევს დაიწყო და შაბათ დილამდე გაგრძელდა ხიბერის რეგიონის ხარმატუნგის რაიონში. ოფიციალური ცნობებით, განადგურდა ექსტრემისტების ორი თავშესაფარი, რასაც ოთხი ჯარისკაცის სიკვდილიც მოჰყვა. ხიბერი ერთ-ერთია შვიდი თემური რეგიონიდან, რომლებიც ავღანეთთან საზღვრის გასწვრივ მდებარეობს. პაკისტანის თალიბანი და სხვა ექსტრემისტული ჯგუფები, მათ შორის ლაშქარ-ე-ისლამი და ანსარ-ულ-ისლამი ამ მხარეში მრავლად არიან წარმოდგენილი.
XS
SM
MD
LG