აშშ-ის კონგრესის ასზე მეტმა წევრმა დაუჭირა მხარი წერილს, რომელიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას გაუგზავნეს და რომელშიც მას მოუწოდებენ, კვლავ დაამყარონ დიპლომატიური კონტაქტები ირანთან მისი ბირთვული პროგრამის გარშემო, ისლამურ რესპუბლიკაში ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ. წერილზე ხუთშაბათს ხელი ჰქონდა მოწერილი წარმომადგნელთა პალატის 118 წევრს, ანუ საერთაო რაოდენობის მეოთხედს. წერილის ავტორები არიან ერთი რესპუბლიკელი და ერთი დემოკრატი კონგრესმენი, რომლებიც პარასკევისთვის აპირებდნენ ობამასთვის მის გაგზავნას. წერილში ხაზგასმულია, რომ რადგან ირანმა პრეზიდენტი შეიცვალა, „შეცდომა იქნებოდა“ არ გამოგვეცადა, მართლა წარმოადგენს თუ არა ახლად არჩეული პრეზიდენტი, ჰასან როჰანი, წინსვლის შესაძლებლობას აშშ-ის და ირანს შორის ურთიერთობებში. ირანი უარყოფს ბრალდებას, რომ ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს და აცხადებს, რომ მისი პროგრამა სამშვიდობოა.
ყველაზე პოპულარული
1