Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს


ცნობილ რუს ანტიკორუფციონელ ბლოგერსა და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ალექსეი ნავალნის სასამართლომ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი სასამართლოს დარბაზშივე აიყვანეს პატიმრობაში. სასამართლოს ვერდიქტით ნავალნი 5 წელიწადს საერთო რეჟიმის კოლონიაში დაჰყოფს. მასთან ერთად მსჯავრდებული პიოტრ ოფიცეროვი კი ოთხწლიან სასჯელს კოლონიაში მოიხდის. კიროვის სასამართლოს მოსამართლე სერგეი ბლინოვმა ნავალნი დამნაშავედ სცნო "სხვისი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით მითვისებას და გაფლანგვაში." სასამართლომ არ გაიზიარა განსასჯელის მტკიცებულება მისი პოლიტიკური მოტივით დევნის თაობაზე. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები დღეს საღამოს მოსკოვში, მანეჟის მოედანზე შეიკრებებიან, რათა პროტესტი გამოხატონ სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG