ვანო მერაბიშვილის ან რომელიმე სხვა კონკრეტული პირის გვარი ვაშინგტონში გამართული შეხვედრებისას ნახსენები არ ყოფილა - განაცხადა პარლამენტის წევრმა თინა ხიდაშელმა, რომელიც აშშ-ში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მთავარ პროკურორთან და პარლამენტის დეპუტატებთან ერთად. მათ მონაწილეობა მიიღეს The Heritage Foundation-ის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში, რომელსაც ამერიკელი ექსპერტები და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ. თინა ხიდაშელის შეფასებით, ვაშინგტონში გაცილებით უკეთ იცნობენ სიტუაციას, მათ შორის იმიტომ, რომ აშშ-ს საქართველოში ჰყავს საქმეში ჩახედული, დაინტერესებული და კარგად ინფორმირებული ელჩი. ამიტომ, ხიდაშელის თქმით, შეკითხვები იყო არა დაკავების კონკრეტულ ფაქტებზე, არამედ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყანას აქვს მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში და სტარტეგიაზე, რომელიც საქართველომ აირჩია პრობლემების მოსაგვარებლად. ”დისკუსიისას დაისვა ყველა შეკითხვა, რომელიც დღეს შეიძლება ჰქონდეთ ვაშინგტონში და თუ პოლიტიკური კონიუნქტურისგან თავისუფალ ადამიანებს ასეთი დადებითი და ოპტიმისტური განწყობა აქვთ, დარწმუნებული ვარ, რომ ოფიციალური პირებისგანაც ასეთივე პოზიტივი იქნება” - განაცხადა თინა ხიდაშელმა. მისი თქმით, საქართველოს დელეგაციის მიზანია აშშ-ს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ჰქონდეს და ზუსტად იცოდეს, თუ როგორ მიმდინარეობს დღეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროცესები.
თინა ხიდაშელი: ვანო მერაბიშვილის ან რომელიმე სხვა კონკრეტული პირის გვარი ვაშინგტონში ნახსენები არ ყოფილა
ყველაზე პოპულარული
1