პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების ახალი რეიტინგები გამოაქვეყნა დღეს აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა. მისი დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ივნისში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, კოალიცია "ქართული ოცნების" მოწონების მაჩვენებელი წინა კვლევასთან შედარებით 60-დან 52%-მდე შემცირდა. უცვლელია ნაციონალური მოძრაობის მაჩვენებელი, რომელიც კვლავ 10%-ია. ამავე გამოკითხვის მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მოწონების მაჩვენებელი 75-დან 69%-მდე შემცირდა, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის 66-დან 61%-მდე. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის NDI-ის კვლევით ყველაზე მაღალი, 48%-იანი რეიტინგი აქვს დავით ბაქრაძეს, რომელსაც მოსდევენ 38%-ით სალომე ზურაბიშვილი, 32%-ით გიორგი თარგამაძე, 28%-ით კახა კუკავა, 25%-ით გიგი უგულავა, 23%-ით მიხეილ სააკაშვილი და 21%-ით ნინო ბურჯანაძე. რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატებს, გამოკითხულთა 29% საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილს ისურვებდა, 26%-მა - არ იცის, 10% - ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, 5% - ნინო ბურჯანაძეს, 4% - გიორგი თარგამაძეს და 3% - შალვა ნათელაშვილს.
ყველაზე პოპულარული
1