Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის პროკურატურა განიხილავს მურსის წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებს


ეგვიპტის პროკურატურა განიხილავს დამხობილი პრეზიდენტის, მუჰამად მურსის წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებს, რომლებიც უკავშირდება ჯაშუშობაში, ძალადობისაკენ წაქეზებაში და ეკონომიკის დანგრევაში მის დადანაშაულებას. პროკურატურამ შაბათს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მიღებული აქვს საჩივრები მურსის და კიდევ რვა ისლამისტი მოღვაწის, მათ შორის მოძრაობა „მუსლიმთა საძმოს“ ლიდერის წინააღმდეგ. დაწყებულია გამოძიება, რომელსაც შესაძლოა, ბრალდებების წაყენება მოჰყვეს. ამასობაში, ეგვიპტის დათხოვილი პარლამენტის ზედა პალატის წევრებმა არმიისაგან მოითხოვს, პრეზიდენტის პოსტზე დააბრუნოს მუჰამად მურსი, რომელიც 3 ივლისს გადააყენეს. მურსისთვის ჯერ არ წარუდგენიათ რაიმე ბრალდება. შეერთებული შტატები და გერმანია მისი გათავისუფლების მოწოდებით გამოდიან.
XS
SM
MD
LG