„საქართველომ კარგად განახორციელა რეფორმები, რომლებმაც ნატოსთან და ევროკავშირთან უფრო დაგაახლოვათ“, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას პაეტმა მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ესტონეთი, როგორც ნატოს წევრი, აფასებს საქართველოს წვლილს ავღანეთის მისიაში და ის დანაკარგი, რომელიც ქვეყანამ განიცადა, დიდი ტრაგედიაა: "თქვენი ჯარისკაცები იქ არიან საქართველოს მომავლისა და უსაფრთხოების გამო", - აღნიშნა ურმას პაეტმა. მისივე თქმით, საქართველოსა და ესტონეთს შორის ყოველთვის კარგი ურთიერთობა იყო და არა აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში და ვინ ოპოზიციაში. "მთავარია, პრიორიტეტები სრულდებოდეს", - განაცხადა ურმას პაეტმა.
ყველაზე პოპულარული
1