უკრაინის პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კიევის საკრებულოს სხდომა ჩაშალეს. საპარლამენტო ფრაქცია „ბატკივშჩინის“ ლიდერმა, არსენი იაცენიუკმა საკრებულოს „უკანონო“ უწოდა და როგორც კიევის მერის, ისე საკრებულოს დეპუტატთა ვადამდელი არჩევნები მოითხოვა. იაცენიუკი რამდენიმე სხვა ოპოზიციონერ დეპუტატთან ერთად შეიჭრა საკრებულოს შენობაში, ხოლო შენობასთან ოპოზიციის მომხრე 500-მდე აქტივისტი დაუპირისპირდა პოლიციის სპეცდანიშნულების შენაერთის წევრებს. კიევის საკრებულოს ამჟამინდელ შემადგენლობას მანდატების ვადა ივნისში ამოეწურა, მაგრამ მანამდე, მაისში, უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება შემდეგი არჩევნების 2015 წელს ჩატარების შესახებ. კიევის მერის მოვალეობის შემსრულების, გალინა გერეგას განცხადებით, საკრებულო მომავალ არჩევნებამდე გააგრძელებს მუშაობას.
ყველაზე პოპულარული
1