Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადოვან კარაჯიჩს ისევ წაუყენეს გენოციდის ბრალდება


გაეროს ტრიბუნალმა ისევ წაუყენა გენოციდის ბრალდება ბოსნიელი სერბების ყოფილ ლიდერს, რადოვან კარაჯიჩს, 1992 წელს არასერბების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობასთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილებით გაუქმდა შარშანდელი გადაწყვეტილება კარაჯიჩისთვის გენოციდის ორი ბრალდებიდან ერთ-ერთის მოხსნის შესახებ. გაეროს ტრიბუნალის ეს ნაბიჯი დაემთხვა 11 ივლისს ბოსნიაში სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად მიმდინარე ცერემონიებს. 18 წლის წინ, 1995 წლის ივლისში ბოსნიელ სერბთა ჯარებმა სრებრენიცის მკვიდრი 8000-ზე მეტი მამაკაცი და ბიჭი დახოცეს. დღეს სრებრენიცის მემორიალურ სასაფლაოზე დაკრძალეს 409 მოკლულის ნეშტები, მასობრივ სასაფლაოებში მათი პოვნის და იდენტიფიცირების შემდეგ. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ბოლო მონაცემებით, ამოცნობილი და დაკრძალულია სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის 6066 მსხვერპლი. რადოვან კარაჯიჩისათვის წაყენებულ 10-ზე მეტ ბრალდებას შორის არის სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის ორგანიზებაში მონაწილეობაც.
XS
SM
MD
LG