ეგვიპტის დროებითი მმართველის - ადლი მანსურის გადაწყვეტილებით, არჩევნები ეგვიპტეში დაახლოებით ექვს თვეში ჩატარდება. ადლი მანსურმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მას შემდეგ, რაც ქვეყნის შეჩერებულ კონსტიტუციაში ცვლილებები რეფერენდუმით დამტკიცდება. კონსტიტუცია გასულ კვირაში შეჩერდა მას შემდეგ, რაც არმიამ ისლამისტი პრეზიდენტი მუჰამედ მურსი გადააყენა. ადლი მანსურმა დადგენილება ორშაბათს ღამით გამოსცა.
ყველაზე პოპულარული
1