Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითმკვლელმა თავდამსხმელმა ორი ადამიანი მოკლა ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე


თვითმკვლელმა თავდამსხმელმა ორი ადამიანი მოკლა სამხრეთ ავღანეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან, პაკისტანის საზღვარზე. სამხრეთ ყანდაარის პროვინციის პოლიციის უფროსმა აბდულ რაზიყმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, რომ თვითმკვლელმა თავი მაშინ აიფეთქა, როდესაც მან სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ჩამანიდან მომავალმა გადაკვეთა საზღვარი და ჩავიდა ქალაქ სპინ ბოლდაკში. რაზაყის თქმით, აფეთქებამ ერთი პოლიციელი და სამოქალაქო პირი იმსხვერპლა, ხოლო დაჭრილია ორი პოლიციელი და ექვსი სამოქალაქო პირი. თვითმკვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ხშირად ასეთ თავდასხმებს თალიბი მეამბოხეები ახორციელებენ. სპინ ბოლდაკი და ჩამანი სასაზღვრო ქალაქებია, რომლებსაც ინფილტრაციისთვის იყენებენ თალიბები. ვარაუდობენ, რომ ისინი სამხრეთ პაკისტანის პროვინცია ბელუჯისტანს აფარებენ თავს.
XS
SM
MD
LG