რუსეთის პროკურატურა ოპოზიციონერი აქტივისტის, კორუპციასთან მებრძოლი ბლოგერის, ალექსეი ნავალნისთვის ექვსი წლის პატიმრობას მოითხოვს.ნავალნის ბრალდება კომპანია „კიროვლესის“ ქონების მიტაცება. მეორე ბრალდებულის, პეტრ ოფიცეროვისთვის, პროკურატურა ხუთ წლიან სასჯელს ითხოვს. ამასთან, ორივე ბრალდებელმა, ცალ-ცალკე უნდა აუნაზღაუროს ფირმას ზარალი, თითო-თითო მილიარდი რუბლის ოდნობით. პროკურორმა ბრალდებულების პირდაპირ დარბაზში დაკავება მოითხოვა. ნავალნი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს. საქმე შეეხება იმ პერიოდს, როცა ნავალნი კიროვის ოლქის გუბერნატორის მრჩევლად მსახურობდა.
ყველაზე პოპულარული
1