Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად კვლავ 27 ოქტომბერი დაბრუნდა


საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ისევ შეიცვალა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრო ბარნოვმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კენჭისყრა ჩატარდება 2013 წლის 27 ოქტომბერს, კვირა დღეს. ბარნოვის განმარტებით, არასამთავრობოების კითხვები ეხებოდა იმას, რომ უწინდელი თარიღი - 31 ოქტომბერი - სამუშაო დღე იყო და უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლოა სირთულეები შექმნოდათ არჩევნებში მონაწილეობის მიღების პროცესში. ანდრო ბარნოვის განცხადებით, პრეზიდენტისთვის არ ჰქონდა პრინციპული მნიშვნელობა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს და ამ საკითხთან მიმართებით გამწვავება მოხდა "რიგი პოლიტიკური ძალების" მხრიდან. 27 ოქტომბერი არჩევნების თარიღად პირველად რამდენიმე დღის წინ დაასახელეს - თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება იმ დღესვე შეცვალა, მას „ტექნიკური შეცდომა“ უწოდა და არჩევნები 31 ოქტომბერს დანიშნა.
XS
SM
MD
LG