Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კამერონი და პუტინი სირიის საკითხზე ისაუბრებენ


გავრცელებული ინფორმაციით, სირიის კონფლიქტი იქნება მთავარი თემა, რომელსაც შეხვედრისას განიხილავენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი. კამერონი პარასკევს ჩავიდა ქალაქ სოჭში და პუტინთან მართავს შეხვედრას. ბრიტანეთი სირიის მეამბოხეებს უჭერს მხარს და სურს მოიხსნას ევროკავშირის მიერ იარაღზე დაწესებული ემბარგო, რუსეთი კი დიდი ხანია სირიის რეჟიმის მოკავშირე და მისთვის იარაღის მიმწოდებელია. კამერონი დადებითად გამოეხმაურა აშშ-ისა და რუსეთის ახალ ერთობლივ ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო კონფერენციის გამართვას სირიის ყველა მხარის მონაწილეობით. კონფერენციის მიზანი იქნება პოლიტიკური გადაწყვეტა მოეძებნოს სირიაში ორი წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტს, რომელსაც, როგორც აფასებენ, 70,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სირიის მთავარი ოპოზიციური ძალა, ეროვნული კოალიცია, ეჭვებს გამოთქვამს ნებისმიერი მოლაპარაკების პერსპექტივაზე, თუკი მასში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი იქნება ჩართული.
XS
SM
MD
LG