პანკისის ხეობის სოფელ დუისში დაიწყო ლოპოტის ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან შარშან აგვისტოში ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა გვამების ექსჰუმაცია. შსს-მ, რომელიც ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეს იძიებს, ექსპერტიზისთვის ექსჰუმაციის გადაწყვეტილება დაღუპულთა ოჯახის წევრების თანხმობით მიიღო. 2012 წლის 28 აგვისტოს შსს-მ განაცხადა, რომ რუსეთთან საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი და ბლოკირებული იყო ჩრდილოკავკასიელთა შეიარაღებული ჯგუფი, 29 აგვისტოს კი გაავრცელა ცნობა, რომ ლიკვიდირებულია ჯგუფის 11 წევრი. თავდაპირველად სამინისტრო უარყოფდა, რომ დაჯგუფების წევრთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ, თუმცა, მოგვიანებით დაადასტურა, რომ მოკლული და ამოცნობილი პირებიდან ორი საქართველოს მოქალაქე იყო. პანკისის ხეობის სოფელ დუისში დაკრძალულია შვიდი ადამიანი, რომელთაგან სამის ექსჰუმაცია დღეს მოხდა.
დაიწყო ლაფანყურთან შარშან აგვისტოში ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა გვამების ექსჰუმაცია
ყველაზე პოპულარული
1