Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერიის პრესსპიკერმა მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა ზაზა გაბუნია


თბილისის მერიამ საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეს მოუწოდა, მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავოს. კერძოდ, მერიის პრესსპიკერმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა, რომ თანხა, რომელზეც ზაზა გაბუნია საუბრობს, არა კომპანია "სინათლის ქალაქის" სამეურვეო საბჭოს წევრების, არამედ რიგითი თანამშრომლების ხელფასისთვის გაიცა და შესაბამისი დოკუმენტის მოძიება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.
XS
SM
MD
LG