საქართველოს შსს-ის ყოფილ მაღალჩინოსან ოლეგ მელნიკოვი დათანხმდება საქართველოში ექსტრადიციას - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მისმა ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა. მისივე განმარტებით, მელნიკოვმა შესაბამის განცხადებას ხელი უკვე მოაწერა.”ახლა ქართულ მხარეზეა დამოკიდებული, რა ვადაში უზრუნველყოფს ექსტრადიციისთვის საჭირო პროცედურების გავლას", - თქვა ველიჯანაშვილმა. ადვოკატმა დასძინა, რომ მელნიკოვს სამშობლოში დაბრუნება "სიმართლის დასამტკიცებლად სურს". ოლეგ მელნიკოვი, რომელზეც ქართულ მხარეს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, გასული წლის 7 დეკემბერს უკრაინელმა სამართალდამცველებმა კიევში დააკავეს. ამ დროისთვის მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ყველაზე პოპულარული
1