თბილისის საქალაქო სასამართლომ ვლადიმერ ბედუკაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა და 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, ვლადიმერ ბედუკაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ციხის სკანდალური ვიდეოკადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 18 იანვარს დააკავეს. გირაოს თანხა ბედუკაძემ 10 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. გარდა ამისა, პროკურორის რამდენიმე მოთხოვნა დააკმაყოფილა. კერძოდ, ბედუკაძემ პროკურატურას პასპორტი და პირადობის მოწმობა უნდა ჩააბაროს, არ გაახმაუროს მიცემული ჩვენებები და საჭიროების შემთხვევაში გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოებში. მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
ყველაზე პოპულარული
1