Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ გაათავისუფლა ლიბიაში აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი


ტუნისში გაათავისუფლეს ერთადერთი ეჭვმიტანილი, რომელიც დაკავებული იყო ლიბიის ქალაქ ბენღაზიში აშშ-ის საკონსულოზე გასული წლის თავდასხმასთან სავარაუდო კავშირის გამო. გათავისუფლებული პირის, ალი ჰარზის ადვოკატის განცხადებით, ტუნისის სასამართლომ ეჭვმიტანილი გაათავისუფლა მტკიცებულებების არარსებობის გამო. ტუნისელი ეჭვმიტანილი თურქეთში დააკავეს მას შემდეგ, რაც ლიბიის ქალაქ ბენღაზიში გასული წლის 11 სექტემბერს მოწყობილი თავდასხმის შედეგად მოკლულ იქნა ოთხი ამერიკელი, მათ შორის ლიბიაში აშშ-ის ელჩი კრისტოფერ სტივენსი. ოფიციალური პირების განცხადებით, არსებობდა „ძლიერი ეჭვი“, რომ დაკავებულ პირს კავშირი ჰქონდა ბენღაზიში თავდასხმასთან. გასულ თვეში ის ტუნისელი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხეს აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა. ჰარზის ადვოკატის თქმით, ის გამოუშვეს პირობით, რომ არ დატოვებს ტუნისის დედაქალაქს, რადგან ჯერ კიდევ წაყენებული აქვს ტერორისტული ჯგუფის წევრობის ბრალდება.
XS
SM
MD
LG