ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მოწმის სტატუსით დაკითხეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე. როგორც ვარშალომიძემ მოგვიანებით აღნიშნა, კითხვები შეეხებოდა პრივატიზაციის საკითხს, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რომელ ობიექტებზე იყო საუბარი. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ვარშალომიძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ მსგავსი ტიპის დაკითხვები საფრთხილოა, რადგან შესაძლოა, ამან ინვესტორები დააფრთხოს და ისინი ქვეყნიდან წავიდნენ.
ყველაზე პოპულარული
1