პარლამენტმა 82 ხმით 18–ის წინააღმდეგ სახალხო დამცველის პოსტზე დაამტკიცა უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანდიდატი, უჩა ნანუაშვილი. 38 წლის ნანუაშვილი „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამფუძნებელი და დირექტორია. ნანუაშვილის კანდიდატურას არ დაუჭირეს მხარი დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან. საპარლამენტო უმცირესობა ახალ ომბუდსმენს პოლიტიკურ მიკერძოებულობასა და ოკუპაციის პრობლემისადმი არასახელმწიფოებრივ მიდგომაში სდებს ბრალს. კენჭისყრამდე თავად ნანუაშვილმა დეპუტატებს უთხრა, რომ არჩევის შემთხვევაში მისი პრიორიტეტები იქნებოდა სახალხო დამცველის აპარატის გარდაქმნა უფრო „პროაქტიურ“ ინსტიტუტად, სახალხო დამცველის აპარატის რეგიონალური ორგანიზაციების გაძლიერება და საზოგადოებაში ტოლერანტობის კულტურის გავრცელების ხელშეწყობა.
ყველაზე პოპულარული
1