უკრაინაში, ჩერნობილის ატომურ სადგურზე დაიწყო ახალი დამცავი სარკოფაგის დამონტაჟება რეაქტორზე, რომელზეც მოხდა აფეთქება 1986 წელს. 2015 წელს კონსტრუქციის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ნაგებობა სიმაღლეში 110-მეტრიანი იქნება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, რომელიც პროექტს ხელმძღვანელობს, მას მიიჩნევს მნიშვნელოვან ნაბიჯად ატომური კატასტროფის ლიკვიდაციის საქმეში. ახალი სარკოფაგის დასამონტაჟებელი პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე, ვიქტორ ზალიზეცკის განმარტებით, „ამ ობიექტის ამოცანაა, უზრუნველყოს ის, რომ არ გავრცელდეს რადიონუკლეიდები, დაბინძურებული აეროზოლები მიმდებარე გარემოში და შესაბამისად, ეს დაიცავს უკრაინასაც და ევროპის ქვეყნებსაც რადიოაქტიური დაბინძურებისაგან“. ჩერნობილის კატასტროფის შედეგად მოკლე პერიოდში გარდაცვლილების რიცხვი 31 იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა რადიაციით გამოწვეულმა დაავადებებმა.
ყველაზე პოპულარული
1