პალესტინელი ოფიციალური პირების მონაცემებით, ღაზის სექტორში ორშაბათს 100-მდე გაიზარდა ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად დაღუპულების რიცხვი. ისლამისტურ დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლებსა და ისრაელის არმიას შორის შეტაკებები უკვე მეექვსე დღე გრძელდება. ისრაელის არმია აცხადებს, რომ ღაზის სექტორზე წუხელ 80 ავია-რეიდი განახორციელა. მან ღაზის წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო პალესტინელების ამ ტერიტორიიდან ისრაელზე სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ. გასულ კვირაში ისრაელში სამი ადამიანი დაიღუპა სარაკეტო იერიშის შედეგად. გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი ორშაბათს კაიროში ჩავიდა, რათა ხელი შეუწყოს ეგვიპტის სამშვიდობო შუამავლობას დაპირისპირებულ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად.
ყველაზე პოპულარული
1