„ყოველ დღე ახალ-ახალ საშინელებებს ვხედავთ და ვისმენთ ტელევიზიით და არ გვინდა ჩვენი სახელი და გვარი ასოცირდებოდეს იმ გუნდთან, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" სახელით შეურაცხყო თავად ჩვენი ეროვნული იდეები. არაფერს გიხსნით, მშვენივრად იცით, რომ ზოგიერთივით, რაღაც პრაგმატული მოსაზრებების გამო, ვიღაცასთან მიკედლებას არ ვაპირებთ. ვტოვებთ რა უმრავლესობას, ვრჩებით თავისუფალ დეპუტატებად", - აღნიშნულია განცხადებაში, რომლითაც ბათუმის საკრებულოს სამ წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარეს მიმართეს. გენადი თებიძემ, რომელიც იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი იყო, ასევე ნუკრი დოლიძემ და დავით კასრაძემ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძეს და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე ნოდარ დუმბაძეს განცხადებით მიმართეს და პროტესტის ნიშნად დატოვეს ყოფილი მმართველი პარტიის ფრაქციის რიგები.
ყველაზე პოპულარული
1