Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოთის პორტის 300-მდე მუშა-მოსამსახურე გაიფიცა


ფოთის პორტის 300-მდე მუშა-მოსამსახურემ უვადო გაფიცვა გამოაცხადა. ისინი პორტის მენეჯმენტს ხელფასების გაზრდისა და ღირსეული სამუშაო პირობების შექმნის პირობის შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. თავის მხრივ, ფოთის პორტის გენერალურმა დირექტორმა ჯოზეფ ქროულიმ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ მისთვის გაუგებარია გაფიცულთა განცხადება, რადგან მათ დირექცია გასულ საღამოს დაპირდა ხელფასის 40%-ით, გაზრდას და ხელშეკრულებების გაფორმებას.
XS
SM
MD
LG