Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობოები მოუწოდებენ ივანიშვილს, გადახედოს დარახველიძის კანდიდატურას


არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებენ, მინისტრებისა და საჯარო მოხელეების წარდგენისას სიფრთხილე გამოიჩინოს. კერძოდ, საქმე ეხება დავით დარახველიძეს, რომელიც დასახელებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატად. არასამთავრობო ორგანიზაციები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ მინისტრობის კანდიდატის მიერ ამბროლაურის რაიონში ჩატარებული საარჩევნო კამპანიის დროს გამოყენებულ იქნა სიძულვილის ენა და რასისტული გამონათქვამები, რაც ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს და ევროინტეგრაციის კურსს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციები სთხოვენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გადახედოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის დასახელებულ კანდიდატურას და უფრო მეტი სიფრთხილე და პრინციპულობა გამოიჩინოს სხვადასხვა თანამდებობებზე დასანიშნი საჯარო მოხელეების შერჩევისას, ხოლო საჯარო მოხელეები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საჯარო გამონათქვამებს და თავი შეიკავონ სიძულვილის ენისა და რასისტული გამონათქვამების გამოყენებისაგან”, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია და ინდივიდუალური პირი.
XS
SM
MD
LG