მოსკოვის საქალაქო სასამართლო დღეს განიხილავს ჯგუფ ”პუსი რაიოტის” წევრების მიმართ გამოტანილ განაჩენზე საკასაციო სარჩელს. ნადეჟდა ტოლოკონნიკოვა, მარია ალიოხინა და ეკატერინა სამუცევიჩი დამნაშავედ სცნეს რელიგიური სიძულვილის მოტივით ჩადენილ ხულიგნობაში და 2 წლით საერთო რეჟიმის კოლონიაში ყოფნა მიუსაჯეს. 1 ოქტომბერს მოსკოვის საქალაქო სასამართლოს უნდა განეხილა განაჩენზე საკასაციო სარჩელი, თუმცა, მოსმენა გადაიდო იმის გამო, რომ ეკატერინა სამუცევიჩმა აცილება მისცა თავის ადვოკატს - ვიოლეტა ვოლკოვას. ახლა მას დაიცავს ორი ახალი იურისტი - ირინა ხრუნოვა და ფარიტ მურტაზინი. დღეს დილით, 10:45 საათზე ”პუსი რაიოტის” წევრები მოსკოვის საქალაქო სასამართლოს შენობაში მიიყვანეს. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა.
ყველაზე პოპულარული
1