ავღანეთის სამხრეთში, ჰელმანდის პროვინციის ნად ალის რაიონში აფეთქება მოხდა. დაიღუპა ექვის ადგილობრივი პოლიციელი. გზაზე დამონტაჟებული ნაღმი დღეს დილით აფეთქდა, როცა მას პოლიციის მანქანამ გადაუარა. დაღუპულები იყვნენ ადგილობრივი პოლიციის სოფლის დაცვის დანაყოფის წევრები. ამ დანაყოფის ფუნქციებში შედიოდა უსაფრთხოების უზრუნველყოფა ცენტრიდან მოშორებულ სოფლის დასახლებაში, რომელზე პირდაპირ კონტროლსაც ვერ ახორციელებს პოლიცია და არმია.
ყველაზე პოპულარული
1