საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ამ დროისთვის ბლოკი "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" ლიდერობს როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული სისტემით. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რომლებიც უბნების 25,17%-ის შედეგებს ეფუძნება, პროპორციული სისტემით ”ქართულ ოცნებას” ხმების 53,19% აქვს, ნაციონალურ მოძრაობას კი 41,51%. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 30 მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატები იმარჯვებენ, 25-ში კი ნაციონალური მოძრაობის. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სხვა სუბიექტები 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.
ყველაზე პოპულარული
1