”დანაწევრებული” სტუდენტობა - წამების წინააღმდეგ
პატიმართა წამების წინააღმდეგ მიმართული სტუდენტური მანიფესტაციები ორშაბათამდე შეჩერებულია. სტუდენტთა ერთი ნაწილი ამის მიზეზად პატრიარქის, ილია მეორის მოწოდებას ასახელებს, მეორე ნაწილი ფართომასშტაბიანი აქციების გასამართად საკოორდინაციო საბჭოს შესაქმნელად ემზადება, მესამე ნაწილი კი მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობს. სტუდენტთა მანიფესტაცია 24 სექტემბერს, 3 საათზე განახლდება. მათი მთავარი მოთხოვნა ახლადგადამდგარი შინაგან საქმეთა მინისტრის, ბაჩო ახალაიასა და ასევე ახლადგადამდგარი სასჯელაღსრულების მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაა.
ეპიზოდები
-
იანვარი 16, 2025
ანრი კვარაცხელიას დაკავების ოპერაცია
-
იანვარი 15, 2025
„დე, ჩემთვის იყავი ძლიერი“ - ინტერვიუ ზვიად ცეცხლაძის დედასთან