აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა მიესალმა კოსოვოს დამოუკიდებლობაზე დაწესებული საერთაშორისო ზედამხედველობის დასრულებას და ამას „ისტორიული მიღწევა“ უწოდა. წერილობით განცხადებაში ობამა ამბობს: „კოსოვომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია დამოუკიდებლობის სიკეთეების გამყარებაში და თანამედროვე, მულტიეთნიკური, ყველას მომცველი და დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნაში“. კოსოვომ სრული სუვერენიტეტისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა - საერთაშორისო საზედამხედველო ჯგუფში გაერთიანებულმა დასავლელმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ დაამთავრეს ზედამხედველობის პროცესი. ეს ჯგუფი კოსოვოს ზედამხედველობას 2008 წლიდან ახდენდა - მას შემდეგ, რაც პროვინციამ სერბიისგან ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა. სერბია კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს.
ყველაზე პოპულარული
1