Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერაბიშვილმა „მთავრობის ამოცანა“ დაასახელა


ჩვენი ამოცანაა გაქრეს კლასი, რომელიც საქართველოს უკან დაბრუნებას ცდილობს, - ამის შესახებ ახალციხეში, რაბათის ციხესთან მიმდინარე “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე პრემიერ-მინისტრამ ვანო მერაბიშვილმა განაცხადა. როგორც ვანო მერაბიშვილმა ახალციხეში რაბათის ციხესთან შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა, ხალხმა 1-ელ ოქტომბერს არჩევანი უნდა გააკეთოს მომავალსა და წარსულს შორის. “დღეს ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს უკან დაბრუნებასა და მომავალს შორის. ჩვენი ამოცანაა გაქრეს ის კლასი, რომელსაც სურვილი აქვთ დააბრუნონ ქვეყანა უშუქობაში, კორუფციასა და სხვა იმ გაჭირვებაში, რომელიც არსებობდა. სამწუხაროა, რომ საქართველოში ისევ არსებობენ ადამიანები, ვისაც ამის გაკეთება სურთ”, - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.
XS
SM
MD
LG