კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ჯარიმის გადახდის ვადა ამოეწურა და მის წინააღმდეგ იძულებითი აღსრულების პროცესი დაიწყო. 22 აგვისტოს იმავე მიზეზით იძულებითი პროცესი დაიწყო კოალიციის წარმომადგენლის კახა კალაძის მიმართ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოქმის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ კახა კალაძე 10 აგვისტოს დააჯარიმა თითქმის 17 მილიონი ლარით, მეორე დღეს კი 20 მილიონ ლარზე მეტით ბიძინა ივანიშვილი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიიჩნია, რომ კალაძემ და ივანიშვილმა პირადი საბანკო ანგარიშებიდან გატანილი რამდენიმე მილიონი ”ქართული ოცნებისთვის” დახარჯეს.
ყველაზე პოპულარული
1