ირანში შაბათს მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლის რაოდენობამ 306-ს მიაღწია. ირანის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაშავებულია 3037 ადამიანი. შაბათის ძლიერ მიწისძვრებს ათობით მცირე მიწისძრვა მოჰყვა. ირანში ორდღიანი გლოვა გამოცხადდა. ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ძებნისა და სამაშველო ოპერაციები დასრულდა და ახლა ძალისხმევა გადარჩენილების საკვებითა და თავშესაფრით უზრუნველყოფისკენ არის მიმართული. ირანის ჩრდილო-დასავლეთში მიწისძვრამ 300-ზე მეტი სოფელი დააზარალა, რამდენიმე ათეული სრულიად განადგურდა. რადიო თავისუფლება/თავისუფალი ევროპის ირანული სამსახურის ჟურნალისტი კვირას ტელეფონით დაუკავშირდა ქალაქ აჰარის მცხოვრებს, რომელმაც ასე აღწერა ვითარება: ”დახმარების ღონისძიებები კარგად მიდის. სურსათის მიწოდება უკეთესად ხდება, ვიდრე კარვების, საბნებისა და სხვა ნივთების, რაც ადამიანებს ახლავე სჭირდებათ. აჰარი-თავრიზის გზასა და სხვა გზებზე შექმნილი სირთულეები აყოვნებს მაშველებსა და დახმარების მომწოდებლებს. ადამიანებს მიწაზე გაფენილ საბნებზე სძინავთ პარკებში, ქალაქგარეთ კი - კარვებში”.
ყველაზე პოპულარული
1