ლიბანის პოლიცია აცხადებს, რომ ქვეყნის ჩრდილოეთში ორი გოგონა დაიღუპა და 10 პირი დაიჭრა სირიის ტერიტორიიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად. ლიბანის ეროვნული საინფორმაციო სააგენტიოს ცნობით, ვადი ღალედის რეგიონში 20-ზე მეტი ჭურვი ჩამოვარდა, რასაც სახლების დაზიანება მოჰყვა. ადგილობრივი ხალხი სახლებიდან გაიქცა. სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ კი „ლიბანელ ტერორისტულ ჯგუფებს“ დასდო ბრალი ჰომსის პროვინციაში მდებარე ერთ-ერთ ქალაქში შეღწევის მცდელობაში. ტელევიზიამ დასძინა, რომ სირიის ძალებმა „ათობით“ ტერორისტი მოკლეს.
ყველაზე პოპულარული
1