საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საკაბელო ტელევიზიებისათვის ყველა მაუწყებლის ტრანზიტის ვალდებულების დაწესებას. ამ, ე.წ. must carry-ის პრინციპით მომზადებული კანონპროექტის მიზნად სახელდება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა მიერ მომზადებული კანონპროექტით, საარჩევნო კოდექსს დაემატება პუნქტი, რომლის თანახმად, "საერთო არჩევნების გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლიდან არჩევნების დღემდე პერიოდში, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და მაუწყებლობის კანონის შესაბამისად ლიცენზირებული ყველა საერთო მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში.” პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს. მასზე ხვალ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი იმსჯელებს, 28 და 29 ივნისის რიგგარეშე სხდომებზე კი მოსალოდნელია პროექტის განხილვა და დამტკიცება.
ყველაზე პოპულარული
1