Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის არჩევნებში სოციალისტები იმარჯვებენ


საფრანგეთში, საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ქვეყნის ახალი პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის პარტიის, სოციალისტების წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს. ოფიციალური მონაცემებით სოციალისტებმა და მათმა მეკავშირე მწვანეებმა ხმების თითქმის 46 პროცენტი დააგროვეს, მემარჯვენე ცენტრისტულმა ”სახალხო მოძრაობის კავშირმა” კი, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მიეკუთვნება ხმების 34 პროცენტი მიიღო. თუ ეს შედეგები გამყარდება 17 ივლისისათვის დანიშნულ მეორე ტურში, ოლანდი საპარლამენტო უმრავლესობას მიიღებს და შესძლებს დაპირებული რეფორმების გატარებას. პარლამენტში ასევე მოხვდა მემარჯვენე რადიკალური ”ნაციონალური ფრონტი” მარი ლე პენის ხელმძღვანელობით.
XS
SM
MD
LG