უძრავი ქონების ამერიკელი მაგნატი, დონალდ ტრამპი დღეს ესტუმრა ბათუმს, სადაც დაესწრო მისი სახელობის პროექტის - „ტრამპ ტაუერის“ - პრეზენტაციას. ტრამპი არ იქნება 47-სართულიანი „ტრამპ ტაუერის“ მფლობელი. პროექტის ავტორი და მფლობელია Silk Road Group-ი (SRG), ქართული კონგლომერატი ბიზნესინტერესებით ტრანსპორტირების, ტელეკომუნიკაციების, საბანკო და უძრავი ქონების სფეროებში. პრეზენტაციაში მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმაც მიიღო, რომელმაც პროექტს „დიდი მოვლენა“ უწოდა. გუშინ დონალდ ტრამპი სააკაშვილმა თავის რეზიდენციაში მიიღო და ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. ამერიკელმა ბიზნესმენმა ერთ-ერთ ინტერვიუში ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ საინვესტიციო პოტენციალს. დონალდ ტრამპმა საქართველო კვირას მოგვიანებით დატოვა.
ყველაზე პოპულარული
1