ავღანეთიდან საქართველოს სამხედრო ძალების გასაყვანად რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივა, რომელიც ლეიბორისტულ პარტიას ეკუთვნის, დღეს ცენტრალურმა სარეფერენდუმო კომისიამ განიხილა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი გუგავას განცხადებით, კომისიამ გადაწყვეტილება 4 მაისამდე უნდა მიიღოს. ლეიბორისტები რეფერენდუმის ჩატარებას საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ითხოვენ. მათი განცხადებით, ინიციატივის მხარდასაჭერად 200 ათასი მოქალაქის ხელმოწერა შეაგროვეს.
ყველაზე პოპულარული
1