ჩინეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა ათასზე მეტი ახალგაზრდა, რომლებსაც ინტერნეტში, ხელისუფლების აზრით, „მავნე“ ინფორმაციის გავრცელებაში ედებათ ბრალი. როგორც ჩინეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო სინხუა იტყობინება, ინტერნეტიდან ამოღებულია 200 ათასზე მეტი ასეთი შეტყობინება. სამიათასზე მეტი ვებსაიტის მფლობელმა მიიღო გაფრთხილება. პარასკევს ღამით ხელისუფლებამ 3 აპრილამდე ჩაკეტა ქვეყნის მასშტაბით ორი უდიდესი პლატფორმა მიკრობლოგერთათვის. პარასკევს ათზე მეტი საიტი დაიხურა. ხელისუფლებამ ამ ზომების გატარება დაიწყო მას მერე, რაც ინტერნეტის ჩინურ სეგმენტში, პირველ რიგში მიკრობლოგებში, გაჩნდა ინფორმაცია პეკინში ჯარის ნაწილებისა და სამხედრო ტექნიკის შეყვანის შესახებ.
ჩინეთში ათასზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს ინტერნეტში "მავნე" ინფორმაციის გავრცელებისთვის
ყველაზე პოპულარული
1