ჩინეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, თანამდებობიდან გაათავისუფლეს კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი გავლენიანი ლიდერი, ქალაქ ჩუნცინის პარტიული ხელმძღვანელი, ბო სილაი. გადაწყვეტილების მიზეზი არ სახელდება, თუმცა, სავარაუდო მიზეზად მიჩნეულია ბო სილაის თანაშემწის შეერთებულ შტატებში ემიგრაციის მცდელობა. 62 წლის ბო სილაი, რომელმაც სახელი გაითქვა თავის რეგიონში კორუფციასთან ბრძოლით, აქამდე ითვლებოდა ერთ-ერთ ფავორიტად კომპარტიის ლიდერად დაწინაურების კანდიდატთა შორის.
ყველაზე პოპულარული
1