ავღანეთში მიმდინარე უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო ოპერაციაში საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფი 2009 წლის ნოემბრიდან მონაწილეობს. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ ასეულის ზომის ქვედანაყოფი 10-ჯერ გაზარდა. 2012 წლის სექტემბრიდან, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საქართველოს წვლილი გაორმაგდა და ავღანეთში უკვე 1600-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში. ნატოს ISAF-ის სარდლობის ერთსულოვანი შეფასებით, ქართველ სამხედროებს გაბედული და თავდადებული საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. სამწუხაროდ, ამ ბრძოლას მსხვერპლიც ახლავს. მისიაში ჩართვიდან საქართველოს ქვედანაყოფმა ავღანეთში 32 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ყველაზე დიდი მსხვერპლი საქართველოს კონტინგენტმა 2013 წლის 6 ივნისს გაიღო. ჰელმანდის პროვინციაში, მეამბოხეთა მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად საქართველოს ქვედანაყოფმა შვიდი ჯარისკაცი დაკარგა.
ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისათვის კანონით დადგენილია სოციალური დახმარება: ქართველ ჯარისკაცებს მხედრული პატივით კრძალავენ, ოჯახის წევრებს ეძლევათ ერთჯერადი მატერიალური დახმარება, მარჩენალდაკარგულ მშობლებს, მეუღლეებსა და შვილებს ენიშნებათ პენსია და გადაეცემათ ბინები სახელმწიფო ხარჯებით აშენებულ ოფიცერთა სახლებში.
ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები
ლეიტენანტი მუხრან შუკვანი - დაბადების თარიღი: 31.01.1984. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური. დაიღუპა სნაიპერის ტყვიით 2010 წლის 5 სექტემბერს, ჰელმანდის პროვინციაში. დაკრძალეს მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერში. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.
პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი - დაბადების თარიღი: 15.01.1967. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის ოფიცერი. დაიღუპა 2010 წლის 30 სექტემბერს სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
სერჟანტი დავით ცეცხლაძე - დაბადების თარიღი: 07. 09. 1975. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. დაიღუპა 2010 წლის 30 სექტემბერს სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
კაპრალი ნუგზარ კალანდაძე - დაბადების თარიღი: 27.07.1989. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. დაიღუპა 2010 წლის 30 სექტემბერს სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი - დაბადების თარიღი: 03.03.1989. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2010 წლის 30 სექტემბერს სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
კაპრალი გიორგი ავალიანი - დაბადების თარიღი: 04.04.1981. მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. დაიღუპა 2011 წლის 22 თებერვალს სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
კაპრალი ვალერი ვერსკიანი - დაბადების თარიღი: 13.11.1979. მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. სასიკვდილოდ დაიჭრა 2011 წლის 5 მარტს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში. გარდაიცვალა 2011 წლის 16 მარტს გერმანიის სამხედრო ჰოსპიტალში.
უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე - დაბადების თარიღი: 08.12. 1985. მესამე ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. დაიღუპა 2011 წლის 27 მაისს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
რიგითი გია გოგუაძე - დაბადების თარიღი: 04.10.1990. მესამე ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2011 წლის 19 ივნისს თალიბების თავდასხმის შედეგად მიღებული სასიკვდილო ჭრილობებით, ჰელმანდის პროვინციაში.
სერჟანტი რეზო ბერიძე - დაბადების თარიღი: 16. 10.1979. მესამე ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2011 წლის 30 აგვისტოს თალიბების თავდასხმის შედეგად მიღებული სასიკვდილო ჭრილობებით, ჰელმანდის პროვინციაში.
კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი - დაბადების თარიღი: 02.10.1988. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2011 წლის 30 დეკემბერს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
კაპრალი შალვა ფაილოძე - დაბადების თარიღი: 02.10.1988. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2012 წლის 5 იანვარს. ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
კაპრალი ვალიკო ბერაია - დაბადების თარიღი: 17.06.1987. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2012 წლის 21 თებერვალს საბრძოლო მანქანის ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
კაპრალი რუსლან მელაძე - დაბადების თარიღი: 20.09.1991. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2012 წლის 21 თებერვალს, საბრძოლო მანქანის ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
კაპრალი პაატა კაჭარავა - დაბადების თარიღი: 29.07.1975. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2012 წლის 21 თებერვალს საბრძოლო მანქანის ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე - დაბადების თარიღი: 19.08.1976. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2012 წლის 24 აპრილს პატრულირების დროს მოწინააღმდეგის მიერ დადებულ თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქებისგან მიყენებული ჭრილობების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.
კაპრალი გივი ფანცულაია - დაბადების თარიღი: 29.08.84. საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის შემადგენლობაში მსახურობდა ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში. 2012 წლის იანვარში დაიჭრა ნაღმმტყორცნის ჭურვით. 6-თვიანი მკურნალობის მიუხედავად, ჯარისკაცი გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა 26 ივლისს გორის სამხედრო ჰოსპიტალში.
კაპრალი მინდია აბაშიძე - დაბადების თარიღი: 27.10.1989. მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური. დაიღუპა 2012 წლის 10 ოქტომბერს ავღანეთის სამშვიდობო მისიის ფარგლებში საბრძოლო ამოცანის შესრულების დროს.
სერჟანტი გიორგი კიკაძე - დაბადების თარიღი: 16.01.1988. საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის მებრძოლი. დაიღუპა ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, 2012 წლის 29 დეკემბერს.
უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე - დაბადების თარიღი: 22.11.1979. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2005 წლიდან. მიღებული აქვს III ხარისხის მედალი „უმწიკვლო სამსახურისთვის“. დაიღუპა 2013 წლის 13 მაისს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, მეამბოხეთა მიერ 42-ე ბატალიონის ბაზაზე განხორციელებული იერიშის შედეგად.
კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე - დაბადების თარიღი: 17.12.1986. საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ირიცხებოდა 2007 წლიდან. მიღებული აქვს მედალი „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“. დაიღუპა 2013 წლის 13 მაისს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, მეამბოხეთა მიერ 42-ე ბატალიონის ბაზაზე განხორციელებული იერიშის შედეგად.
კაპრალი ვლადიმერ შანავა - დაბადების თარიღი: 01.04.1989. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2007 წლიდან. მიღებული აქვს „მედალი სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“. დაიღუპა 2013 წლის 13 მაისს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, მეამბოხეთა მიერ 42-ე ბატალიონის ბაზაზე განხორციელებული იერიშის შედეგად.
კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე - დაბადების თარიღი: 07.01.1988. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2009 წლიდან. დაიღუპა 2013 წლის 6 ივნისს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, მეამბოხეთა მიერ 42-ე ბატალიონის ბაზაზე განხორციელებული იერიშის შედეგად.
კაპრალი გიორგი ადამოვი - დაბადების თარიღი: 23.05.1990. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2009 წლიდან. დაიღუპა 2013 წლის 6 ივნისს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, მეამბოხეთა მიერ 42-ე ბატალიონის ბაზაზე განხორციელებული იერიშის შედეგად.
პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი - დაბადების თარიღი: 02.09.1980. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2010 წლიდან. დაიღუპა 2013 წლის 6 ივნისს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, მეამბოხეთა მიერ 42-ე ბატალიონის ბაზაზე განხორციელებული იერიშის შედეგად.
რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი - დაბადების თარიღი: 25.12.1986. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2012 წლიდან. დაიღუპა 2013 წლის 6 ივნისს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, მეამბოხეთა მიერ 42-ე ბატალიონის ბაზაზე განხორციელებული იერიშის შედეგად.
რიგითი ბორის ჩუგოშვილი - დაბადების თარიღი: 12.05.1984. შეიარაღებულ ძალებში 6 წელი იმსახურა. დაიღუპა 2013 წლის 6 ივნისს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, მეამბოხეთა მიერ 42-ე ბატალიონის ბაზაზე განხორციელებული იერიშის შედეგად.
პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი - დაბადების თარიღი: 22.10.1990. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2010 წლიდან. დაიღუპა 2013 წლის 6 ივნისს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, მეამბოხეთა მიერ 42-ე ბატალიონის ბაზაზე განხორციელებული იერიშის შედეგად.
პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი - დაბადების თარიღი: 10.12.1991. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2010 წლიდან. დაიღუპა 2013 წლის 6 ივნისს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, მეამბოხეთა მიერ 42-ე ბატალიონის ბაზაზე განხორციელებული იერიშის შედეგად.
რამაზ დავითაია - მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის კაპრალი. მძიმედ დაიჭრა ავღანეთში 2012 წლის 20 ივნისს საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს. მიღებული მძიმე ჭრილობების შემდეგ გადიოდა ხანგრძლივ მკურნალობას გერმანიის და აშშ-ის კლინიკებში. გარდაიცვალა გორის სამხედრო ჰოსპიტალში 2015 წლის 8 ივნისს. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით, მედლით „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“ და უწყებრივი მედლით "საბრძოლო იარისათვის".
ვასილ ყულჯანიშვილი - დაბადების თარიღი: 08.08.1994 პირველი კლასის რიგითი. მე-4 მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის ყუმბარმტყორცნელი. დაიღუპა ჩასაფრების მოწყობის დროს პირდაპირი ცეცხლით 2015 წლის 22 სექტემბერს ფარვანის პროვინციაში.
მდინარი ბებიაშვილი - დაბადებული 23.10.1991. უმცროსი სერჟანტი. მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2017 წლის 3 აგვისტოს, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას მომხდარი თავდასხმის შედეგად.