Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარზაი „თითქმის მზად არის“ აშშ-თან ხელშეკრულებისათვის


ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის განცხადებით, ის „თითქმის მზად არის“ შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად. ამასთან, კარზაი აღნიშნავს, რომ ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული პირობები არ შედის დოკუმენტში, რომელსაც, როგორც ის იმედოვნებს, გააფორმებენ ნატოს ჩიკაგოს სამიტამდე. სამიტი წელს, მაისში იმართება. ავღანეთის თავდაცვის სამინისტრომ და ავღანეთში შეერთებული შტატების ჯარების სარდალმა გასულ კვირაში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ავღანეთში შეერთებული შტატების კონტროლს დაქვემდებარებული საპატიმროები თანდათან, ექვს თვეში დაექვემდებარება ავღანეთის ხელმძღვანელობას. კარზაიმ კვირას აღნიშნა აგრეთვე, რომ ქაბულის მოთხოვნა, ბოლო მოეღოს უცხოელი ჯარისკაცების ღამის რაიდებს ავღანეთში, არის ბოლო საკითხი, რომელიც უნდა გაირკვეს აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე.
XS
SM
MD
LG