Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თავისუფალი საქართველოს" თანახმად, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის შესახებ მოლაპარაკება არ მიმდინარეობს


პარტია "თავისუფალი საქართველოს" განცხადებით, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის შესახებ არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს და ”როგორც ჩანს, საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის და მისი მთავრობის მორიგ პროვოკაციას, რომელიც ემსახურება სახელისუფლებო გუნდის პიარს და რეალურად აბსურდს წარმოადგენს.” პარტიის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების არადიპლომატიურ განცხადებებს შესაძლოა, მოჰყვეს ისრაელისა და საბერძნეთის უთანხმოება, რადგან ჯვრის მონასტრის ტერიტორიას სწორედ ბერძნული ეკლესია განკარგავს. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 25 თებერვალს გორში, თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში გამოსვლისას განაცხადა, რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნებასა და მის გამოსყიდვაზე სპეციალურად შექმნილი ჯგუფი მუშაობს.
XS
SM
MD
LG