Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეწვევა ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში, კარლ დე ჰუხტი


28 თებერვალს გახსნილად გამოცხადდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება. ამასთან დაკავშირებით, თბილისს ესტუმრება ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში, ბელგიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, კარლ დე ჰუხტი. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურების ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩევლის, თამარ ბერუჩაშვილის თქმით, ევროკომისარი დე ჰუხტი გამოაცხადებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების გახნის შესახებ. მოლაპარაკების პირველი რაუნდი მარტის ბოლოსთვის იგეგმება. ვიზიტის ფარგლებში, დე ჰუხტი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს.
XS
SM
MD
LG