Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა ბოდიშს იხდის ავღანეთში ნატოს ბაზაზე მომხდარი ინციდენტის გამო


ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ადმინისტრაციის განცხადებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ქაბულს წერილობით მიმართა და ავღანელ ხალხს ოფიციალურად მოუხადა ბოდიში ბაგრამის სამხედრო ბაზაზე მომხდარი ინციდენტის - ყურანის დაწვის გამო. კარზაის ოფისის განცხადებით, ობამას მიმართვაში აღნიშნულია, რომ ყურანი განზრახ არ დაუწვავთ და რომ ჩატარდება გამოძიება ორშაბათის ინციდენტთან დაკავშირებული გარემოებების დასადგენად. კარზაის ოფისის განცხადება გავრცელდა ხუთშაბათს მას შემდეგ, რაც ნატომ გაავრცელა ცნობა, რომ მისი ჯარების ორი წევრი მოკლა პირმა, რომელსაც ავღანეთის ეროვნული არმიის ფორმა ეცვა. ინციდენტი დღეს მოხდა აღმოსავლეთ ავღანეთში მდებარე ნანგაჰარის პროვინციაში. მანამდე სულ რამდენიმე საათით ადრე, თალიბანმა მოუწოდა ავღანელებს, თავს დაესხან უცხოელების სამხედრო ბაზებსა და ავტოკოლონებს ყურანის დაწვის საპასუხოდ. ბაგრამის სამხედრო ბაზაზე ორშაბათის ინციდენტის შემდეგ უკვე მესამე დღეა, გრძელდება საპროტესტო გამოსვლები ავღანეთის სხვადასხვა კუთხეში.
XS
SM
MD
LG