Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი კატარში ავღანეთის შესახებ აწარმოებს მოლაპარაკებას


პაკისტანის პრემიერ-მინისტრი, იუსუფ რაზა გილანი კატარში ჩავიდა, რათა მოლაპარაკება გამართოს შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებაზე, რომელიც მიზნად დაისახავს ავღანეთში 10 წლის მანძილზე მიმდინარე ომის დასრულებას. კატარის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, გილანის ვიზიტი სამ დღეს გასტანს. მანამდე პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წამომადგენელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გილანის ვიზიტის პროგრამა ითვალისწინებს როგორც ორმხრივ შეხვედრებს კატარის ოფიციალურ პირებთან, ისე ავღანეთის შესახებ დისკუსიას. გილანის ვიზიტს რამდენიმე დღით უსწრებდა წინ პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰინა რაბანი ხარის დაბრუნება ავღანეთში გამართული მოლაპარაკებიდან. მინისტრი აცხდებდა, რომ პაკისტანმა შესაძლოა დახმარება აღმოუჩინოს თალიბანს და სხვა მეამბოხე ჯგუფებს სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების პროცესში. ავღანეთის თალიბანმა გასულ თვეში გამოაცხადა, რომ კატარში პოლიტიკურ წარმომადგენლობას ხსნის - ამ ნაბიჯს კი ბევრი მოლაპარაკების გამართვისთვის ხელსაყრელ ფაქტორად აღიქვამს.
XS
SM
MD
LG