მიტ რომნიმ კიდევ უფრო გაიუმჯობესა შეერთებულ შტატებში წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკური პარტიის კანდიდატად ნომინაციის შანსები მას შემდეგ, რაც გამარჯვება მოიპოვა ნევადის შტატში გამართულ პრაიმერიში. რომნის, რომელიც მასაჩუსეტსის შტატის ყოფილი გუბერნატორია, ნევადის შიდაპარტიულ არჩევნებში ერგო ხმების 48 პროცენტი - ორჯერ მეტი, ვიდრე მის მეტოქეებს, ნიუტ გინგრიჩს და რონ პოლს. რომნის უკვე სამ პრაიმერიში აქვს მოპოვებული გამარჯვება სულ ხუთიდან, რასაც სამშაბათს მოჰყვება შიდაპარტიული არჩევნების მორიგი ეტაპი - პრაიმერები მინესოტის, კოლორადოსა და მისურის შტატებში.
ყველაზე პოპულარული
1